Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იწყება მონაწილეების შერჩევა ვილემ ს. ვის-ის სახელობის, რიგით 32-ე ყოველწლიური იმიტირებული შეჯიბრისთვის

თსუ იურიდიული ფაკულტეტი იწყებს მონაწილეების შერჩევას ვილემ ს. ვის-ის სახელობის, რიგით 32-ე ყოველწლიური იმიტირებული შეჯიბრისთვის საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. შერჩეული სტუდენტებისაგან დაკომპლექტდება გუნდი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წარდგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა - http://bit.ly/3ZQqfyy 2024 წლის 21 ოქტომბრის 23:59 საათის ჩათვლით.

 

აუცილებელია, კანდიდატმა სააპლიკაციო ფორმაში ატვირთოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, მიმდინარე სემესტრის მითითებით, CV, სამოტივაციო წერილი და ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, CAMBRIDGE, დონე მინ. B2) [არსებობის შემთხვევაში].

 

 ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

  • თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-5 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებს;
  • მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.
  • მონაწილეობის წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში. ასევე, ინგლისური ენის ცოდნა მინ. B2 დონეზე.

 

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა ვისმუთის შეჯიბრში?

 

ვის მუთი არის მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესების ჩემპიონატი, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს 4,000-მდე სტუდენტს ყველა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

 

ვის მუთში მონაწილეობა იძლევა ექვსი თვის განმავლობაში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისა და ნასყიდობის სამართლის ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე მუშაობის საშუალებას. 

 

ვის მუთი გაძლევთ კარიერული წინსვლის შესანიშნავ შანსს და გიხსნით ახალ შესაძლებლობებს.

 

ვის მუთში მინაწილეობით თქვენ საგრძნობლად გაიუმჯობესებთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების და სტიპენდიის მიღების შანსებს.

 

და ბოლოს, ვის მუთი ეს არის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟით დაინტერესებული პროფესიონალების კავშირი, რომელიც მნიშვნელოვან კონტაქტებს შეგძენთ.

 

შესარჩევი პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:

  • პირველი ეტაპი - გადმოგზავნილი აპლიკაციების ფორმალური გადარჩევა;
  • მეორე ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება ინგლისურ ენაზე.
  • მესამე ეტაპი - ზეპირი დისკუსია [საკითხავი მასალა და დისკუსიის თემა წინასწარ იქნება გაზიარებული].

 

შესარჩევი პროცესის თითოეული ეტაპის შესახებ დეტალურ ინსტრუქციას მიიღებენ შესაბამის ეტაპზე შერჩეული სტუდენტები, ელ. ფოსტის საშუალებით.

 

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ Vis Moot წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის არჩევით საგანს, რომელსაც მინიჭებული აქვს 10 კრედიტი. ამდენად, საგანი შესაბამის კრედიტთან ერთად, აისახება შესარჩევი პროცესის შედეგად დაკომპლექტებული გუნდის ყველა წევრის სასწავლო ბაზაში, მიმდინარე სემესტრში განსაზღვრული მაქსიმალური კრედიტების ოდენობის ფარგლებში.

 

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე - vismoot@tsu.ge 

 

თარიღი: 09/10/2024